დამრიგებლის ფუნქციები

დამრიგებლის ფუნქციები
(ამონარიდი  ესგ-დან)
მუხლი 6. დამრიგებელი
1.საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს  თავის სადამრიგებლო კლასს.
2.დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლმშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს ოსწავლის ძლიერი მხარეებიმისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებშისპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებშიმოსწავლის აკადემიურიფიზიკურიემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებირომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.
4.დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობა  შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი  დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
   
 პროგრამის mizania ჯანსაღი, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობლისათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა. პროგრამა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს მას ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ეხმარება მოსწავლეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მიერ პროგრამის ბოლოს მისაღწევი შედეგები-ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების იდეალების მიღწევა, მასზე ორიენტირება
კლასთან მუშაობის ფორმები: საუბრები, დისკუსიები, ვიქტორინები, ექსკურსიები, ლაშქრობები, ღონისძიებები, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები
სადამრიგებლო საათის მიმართულებები:
1. პიროვნული და მორალური განვითარება
პიროვნული და ჯგუფის შიგნით ურთიერთობების დადგენა, მათი გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით; მოსწავლეთა ინტერესთა გამოკვეთა და ინტელექტის ტიპის დადგენა(გარდნერის მიხედვით)
მორალური განვითარების დონის განსაზღვრა(კოლბერგის მიხედვით);
ტოლერანტობის, მოქალაქეობრივი შეგნების, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბება;

2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
ცხოვრების ჯანსაღი წესისა და  გარემოს დაცვისთვის ზრუნვის გამომუშავება;
მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლება;
3. უსაფრთხოება და პატრიოტული სულისკვეთების გამომუშავება:
საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მათ მიმართ პატრიოტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება;
ხელოვნების ინტელექტუალური და ესთეტიკური მნიშვნელობის წარმოჩენა, ემოციური ინტელექტის განვითარება;
საჭირო რესურსი: მოსწავლეთა ეთიკის კოდექსი, სკოლის შინაგანაწესი, ეროვნული სასწავლო გეგმა, კლასგარეშე საბავშვო მწერლობის ნიმუშები შერჩევით, ანიმაციური ფილმები, ქართული თუ უცხოური ფილმები, კომპიუტერი, პროექტორი;

Comments