კლასის დამრიგებლის ოქმები
მშობელთა კრების ოქმი 2025-2026 სასწავლო წელი
მშობელთა კრების ოქმი №1
სკოლა: წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლა
კლასი: VI ბ
თარიღი: 22 სექტემბერი, 2025 წ.
დრო: 14.00
დასწრება
მონაწილეობდა 13 მშობელი 15-დან.
კლასის დამრიგებელი: მანანა ნაჭყებია
განხილული საკითხები
1. სასკოლო სახელმძღვანელოების მიღება და გადაცემა
მოკლე აღწერა: კლასის დამრიგებელმა - მანანა ნაჭყებიამ მშობლებს გააცნო სახელმძღვანელოების მიღება - ჩაბარების აქტები. განვიხილეთ სახელმძღვანელოების წესისამებრ გამოყენება, მოვლა და წლის ბოლოს დაუზიანებლად ჩაბარების საკითხები.
მიღებული გადაწყვეტილება: მშობლებს გადაეცათ აქტები. შეთანხმდნენ, რომ მოსწავლეები უზრუნველყოფენ სახელმძღვანელოების დაცვას.
2. დისციპლინა, წესრიგი და სკოლის შიდა რეგულაციები
მოკლე აღწერა: დამრიგებელმა მიმოიხილა სკოლის დისციპლინარული წესები: დასწრების კონტროლი, , მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა, ქცევის სტანდარტები და უსაფრთხოების წესები.
მიღებული გადაწყვეტილება: მშობლებმა აიღეს ვალდებულება, მონიტორინგი გაუწიონ შვილების დისციპლინას და ხელი შეუწყონ წესების დაცვას.
3. მშობელთა საკონტაქტო მონაცემების დაზუსტება და განახლება
მოკლე აღწერა: დამრიგებელმა აღნიშნა მშობელთა საკონტაქტო მონაცემების განახლების აუცილებლობა. სწორი ინფორმაცია მნიშვნელოვანია დროული კომუნიკაციისთვის.
მიღებული გადაწყვეტილება: მშობლებმა განაახლეს ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ჩაიწერა ჟურნალში.
დასკვნა
მშობელთა კრება დასრულდა 15.30 საათზე. მშობლებს მიეცათ რეკომენდაცია, აქტიურად ითანამშრომლონ სკოლასთან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ დამრიგებელს.
კლასის დამრიგებელი: მანანა ნაჭყებია
ხელმოწერა: მ. ნაჭყებია
მშობელთა კრების ოქმი №2
სკოლა: წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლა
კლასი: VI ბ
თარიღი: 13 / 11 / 2025 წ დრო: 14.00
დასწრება
მონაწილეობდა 12 მშობელი 15-დან.
კლასის დამრიგებელი: მანანა ნაჭყებია
განხილული საკითხები
1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები და შეფასება
მოკლე აღწერა: დამრიგებელმა - მანანა ნაჭყებიამ მშობლებს მოახსენა მოსწავლეთა დასწრება- გაცდენების შესახებ, ასევე წარმოადგინა მოსწავლეთა აკადემიური შედეგები, წლის დასაწყისში ჩატარებული ტესტებისა და შეფასებების მიხედვით. განიხილეს მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები. და იმსჯელეს მოსწავლეთა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების გზებზე.
მიღებული გადაწყვეტილება: მშობლებს მიეცათ რეკომენდაცია, აქტიურად აკონტროლონ შვილების სწავლაების პროცესი და დაეხმარონ სახლში, ასევე საჭიროების შემთხვევაში მიმართონ დამატებით კონსულტაციებს სკოლის მასწავლებლებთან. საგნის მასწავლებლების მოხსენებით, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად მოსწავლეები ჩაერთვებიან ჯგუფურ და ინდივიდუალურ სასწავლო აქტივობებში. ისინი იმუშავებენ დამატებით სასწავლო პროექტებზე და შეასრულებენ სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს მათი მოტივაციისა და ინტერესის გაზრდას სასწავლო საკითხისადმი, რათა სწავლის ხარისხის გაუმჯობესდეს. საგნის მასწავლებლებმა მშობლებისგან მათი მხარდაჭერის თაობაზე თანხმობაც მიიღეს.
2. სკოლასა და მშობელს შორის დასადები ხელშეკრულების განხილვა
მოკლე აღწერა: დამრიგებელმა მშობლებს მოახსენა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მონაცემების დამუშავება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. მშობლები გაეცნენ სკოლასა და მშობელს შორის დასადები ხელშეკრულების ნიმუშს და გამოთქვეს დიდი კმაყოფილება იმ ვალდებულებების გამო, რომელსაც ცალკე მშობელი და ცალკე სკოლა იღებს საკუთარ თავზე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის.
მიღებული გადაწყვეტილება: მშობლები გაეცნენ ხელშეკრულებას და ფორმას და შეთანხმდნენ საჭირო საბუთების დროულად და სწორად მომზადებასა ჩასაბარებლად.
დასკვნა
კრება დასრულდა 15:30 საათზე. მშობლებს მიეცათ რეკომენდაცია, აქტიურად ითანამშრომლონ სკოლასთან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ დამრიგებელს.
კლასის დამრიგებელი: მანანა ნაჭყებია
Comments
Post a Comment